среда, 30 марта 2016 г.

მე-9 დღე

იყო შეჯამება ჩვენს მიერ შესრულებული სმუშაოსი მთელი ტრენინგის განმავლობაში.
გავითვალისწინე ტრენერის რეცომენდაციები პროექტის პორთფოლიოსთან დაკავშირებით. კარგად გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ ხარისხიანი სასწავლო რესურსები, ომლებსაც აქტიურად გამოვიყენებთ სასწავლო საგაკვეთილო პროცესში.

пятница, 25 марта 2016 г.

მე-8 დღე

გავეცანი სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობას სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით,ასევე,როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეს ტექნოლოგიების დახმარებით.
დღე მე-7

გავეცანით მე-6 მოდულს: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის,რომელიც ასახავდა დიფერენცირებულული სწავლების გზებს ყველა ტიპის მოსწავლისთვის,  დამატებით
მასალებს მოსწავლეებისთვის გეზის მისაცემად ბლუმისა და გარდნერის ტაქსონომიის გამოყენებით. მოგვეცა შესაბამისი დავალებები.,რაც დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სრულყოფაში, შეფასების პროცესში მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.

пятница, 18 марта 2016 г.

მე-6 დღე
ღევანდელი დღე იყო ძალიან შრომატევადი და ამავდროულად ძალიან საინტერესო. განვიხილეთ შესრულებული დავალებები, გავუზიარეთ  ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები, გამოვთქვით შენიშვნები. ვფიქრობ, რომ მიღებული ცოდნა დამეხმარება შენდგომ მუშაობაში.

среда, 16 марта 2016 г.

დღე მე-5

 სამუშაო პროცესი იყო საკმაოდ შრომატევადი ,მაგრამ საინტერესო. სლაიდების,  დიაგრამების, ვიდეო-რგოლების გამოყენება ნათლად წარმოაჩენს  პროექტის ძირითად არსსა და  შინაარსს, თუმცა დრევანდელმა დღემ ნათლად დამანახა, რომ სასწავლო ნიმუშების შექმნის პრცესში თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შესაღლებლობებისა  და საჭიროებების სწორად განსაზღვრა და გათვალისწინება. 

пятница, 11 марта 2016 г.

დღე მე-4

დღეს გავეცანი დროში გაწერილი შეფასების გეგმას. დეტალურად განვიხილეთ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესშიდა დასრულების შემდეგ გამოყენებული მეთოდებისა და შესაბამისი ინსტრუმენტების  ურთიერთკავშირის და ეფექტურობის აუცილებლობა. კმაყოფილი ვარ , რადგან მივიღე საკმარისი ინფორმაცია, რაც დამეხმარება დავალებების წარმატებით შესრულებაში.


вторник, 8 марта 2016 г.

მე-3 დღე
გავეცანი სასწავლო პროცესის დაგეგმვას სტანდარტების გათვალისწინებით, ასევე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და სხვა. დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო.